ეკატერინე ტიკარაძე - სოლიდარობის კვლევაში მას შემდეგ ჩავერთვებით, რაც ჯანმო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ვაქცინის გამოყენება დასაშვებია კვლევებისთვის

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო სოლიდარობის კვლევაში მას შემდეგ ჩაერთვება, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება დასაშვები იქნება გარკვეული კვლევებისთვის. ამის შესახებ ტიკარაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

რაც შეეხება სავალდებულო კარანტინს, მინისტრმა აღნიშნა, რომ კომენტარს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

„ვაქცინასთან დაკავშირებით არაერთხელ გამიკეთებია კომენტარი. მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ ამ ვაქცინის გამოყენება დასაშვები იქნება გარკვეული კვლევებისთვის, მივიღებთ გადაწყვეტილებას ჩავერთოთ სოლიდარობის კვლევაში“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა