"მაკულიტერატურის" უპრეცედენტო აქცია ქუთაისში გრძელდება

ქუთაისში პროექტ "მაკულიტერატურის" უპრეცედენტო აქცია, რომლის ფარგლებშიც, 1 კგ = 1 ლარის ღირებულების წიგნს, კიდევ ორი დღით გრძელდება.

აქცია 19 ივლისს დაიწყო და 23 ივლისის ჩათვლით იმოქმედებს. ქუთაისის მოსახლეობა უსარგებლო მაკულატურის სრულიად ახალ წიგნებში გადაცვლას 22 და 23 ივლისსაც შეძლებენ.

მისამართი: ავეჯის კომბინატი, სულხან-საბას 2/ გუგუნავას 5.

ტელ: 0322 19 60 13 : 219 60 53

წიგნების სიის სანახავად გადადით ბმულზე.

"წიგნების ჟანრი მრავალფეროვანია და ნებისმიერი გემოვნების მკითხველი შეძლებს აარჩიოს მისთვის სასურველი ლიტერატურა. პროექტის მიზანია, შევინარჩუნოთ გარემო. უამრავი გამოუსადეგარი ქაღალდი, ჟურნალი, გაზეთი, წიგნი გროვდება სახლში, ბიბლიოთეკებში, მეორეული ქაღალდი კი გადამუშავდება, იქცევა ისევ ქაღალდად და უბრუნდება იმ ბაზარს, რომლისთვისაც ხე უნდა მოიჭრას. წიგნის მოყვარულებს ეძლევათ საშუალება, გაცვალონ უსარგებლო მაკულატურა მათთვის სასურველ და საინტერესო წიგნებში და ამით თავიანთი წვლილი შეიტანონ გარემოს დაცვაში", - მარიამ აბდუშელიშვილი, გამომცემლობა "პალიტრა L-ის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

მაკულატურის ჩაბარება, აქციის ფარგლებში, შესაძლებელია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

„მაკულიტერატურა“ გამომცემლობა „პალიტრა L“-ის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია, რომელიც 2012 წლიდან ზრუნავს ბუნებასა და ეკოლოგიაზე, თავის მკითხველს კი ასევე გარემოზე ზრუნვის სანაცვლოდ განახლებულ ბიბლიოთეკასა და საუკეთესო გამოცემებს სთავაზობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა