რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი რუსული ვაქცინა მზადაა

ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა მზადაა, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რუსლან ცალიკოვმა, გაზეთ Аргументы и факты-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, კლინიკური კვლევები უკვე დასრულდა და ყველა მოხალისე საავადმყოფოდან გაწერილია.

„საავადმყოფოდან გაწერის მომენტში უკლებლივ ყველა მოხალისეს ჰქონდა იმუნიტეტი და თავს გრძნობდა ნორმალურად. ამგვარად, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი სამამულო ვაქცინა უკვე მზადაა", – განაცხადა ცალიკოვმა.

შეგახსენებთ, ივნისში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოსაცდელად რამდენიმე მოხალისე სამხედრო მოსამსახურე შეარჩია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს