მამუკა ხაზარაძე - ვიწყებთ საპარლამენტო გუნდის ფორმირებას, კანდიდატებს ვუთანხმებთ ამომრჩეველს

ვიწყებთ საპარლამენტო გუნდის ფორმირებას, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა და "ლელოს" ახალ კამპანია - "ერთ-ერთი თქვენგანი პარლამენტში" წარადგინა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, „ლელო“ საპარლამენტო გუნდის და მაჟორიტარების შერჩევის საჯარო პროცესს იწყებს. მისი თქმით, კამპანია ქვეყნის მასშტაბით გაიშლება და ის მოიცავს საპარლამენტო გუნდის და მაჟორიტარების შერჩევის პროცესს.

"ჩვენ, თქვენთან ერთად, ვიწყებთ ჩვენი- "ლელო საქართველოსთვის" საპარლამენტო გუნდის ფორმირებას. ჩვენ არავის ვუთანხმებთ კანდიდატებს. ჩვენ, კანდიდატებს ვუთანხმებთ მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებას, ამომრჩეველს და ჩვენს ხალხს.

თუ გვინდა რადიკალურად შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა, ახალი ძალა და იმედი გაჩნდეს ქვეყანაში და პოლიტიკაში, მხოლოდ გამჭირვალედ, დემოკრატიულად თოთოეული თქვენგანის ჩართულობით მოხდება ეს ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" საარჩევნო სიას საზოგადოებას აგვისტოს დასაწყისში წარუდგენს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს