სავაჭრო პალატა COVID19-ის ბიზნესზე გავლენის კვლევის შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ცნობით, COVID19-ის ბიზნესზე გავლენის კვლევისას გამოიკვეთა, რომ კომპანიების 76%-ს პანდემიის შედეგად ბრუნვა შეუმცირდა, 39% დაგეგმილ ინვესტიციებს ვერ ახორციელებს, ხოლო კომპანიების 43%-მა უკვე შეუმცირა დასაქმებულებს ხელფასი და სხვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მეწარმეთა 91% -მა დადებითად შეაფასა მთავრობის მიერ COVID-19 -ის გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გატარებული ღონისძიებები.

აღნიშნული შედეგების შესწავლის საფუძველზე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს დონორი ორგანიზაციებისთვის და შესაბამისი საჯარო უწყებებისთვის.

„საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ COVID19-ის ბიზნესზე გავლენის კვლევის მეორე ეტაპი დაასრულა. კვლევა ჩატარდა მიმდინარე წლის ივნისში, საგანგებო მდგომარეობის-ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნის შემდეგ და წარმოადგენს ორეტაპიანი გამოკითხვის დასკვნით ნაწილს. კვლევაში მონაწილეობა 1 553 ბიზნეს სუბიექტმა მიიღო, ძირითადად მცირე და საშუალო მეწარმეებმა საქართველოს რეგიონებიდან და ასახავს, როგორც ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე ბიზნესის მოლოდინებსა და გამოწვევებს.

გამოკითხულთა 89% რეგიონულ ბიზნეს, ხოლო 97% მცირე და საშუალო მეწარმეებს წარმოადგენს. კვლევაში 50 -მდე სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კვლევის ძირითადი მიმართულებები ეხება - კერძო სექტორის მიმდინარე ზარალის და გამოწვევების, ბიზნესის მოლოდინების, საშეღავათო პერიოდის, დისტანციური მუშაობისა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შეფასებას.

კვლევის პირველი ეტაპი 2020 წლის მარტში, საგანგებო მდგომარეობის / ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებამდე ჩატარდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს