საქართველოს ელჩმა პორტუგალიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

20 ივლისს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი მირცხულავამ პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს მარსელო რებელო დე სოუზას რწმუნებათა სიგელები გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს ელჩისა და პორტუგალიის პრეზიდენტის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებს, ასევე აღინიშნა პარლამენტთაშორისი ურთიერთობების მნიშვნელობა.

„ელჩმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში პორტუგალიის მხარდაჭერისათვის როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პორტუგალიის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, მიესალმა ახალი ელჩის დანიშვნას და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. პორტუგალიის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახელმწიფო მდივანი საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის საკითხებში ტერეზა რიბეირო“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს