სანდრო ბრეგაძე - სუს-ში ჩვენებას მივცემ და მამუკა ხაზარაძის და გიგა ბოკერიას გუნდის შესახებ გარკვეულ დოკუმენტაციას გადავცემ

,,ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა.

ბრეგაძის განცხადებით, მისი დაბარების მიზეზი სავარაუდოდ, მარნეულში, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნით გამართული აქციაა.

,,კონკრეტული მიზეზი, თუ რას უკავშირდება ჩემი დაბარება გამომძიებელს არ აუხსნია, თუმცა ჩემი ვარაუდით ეს უკავშირდება მარნეულის რაიონში განვითარებულ მოვლენებს. მივდივარ, რომ მივცე ჩვენება და ამავე დროს გადავცე გარკვეული დოკუმენტაცია მამუკა ხაზარაძის და გიგა ბოკერიას გუნდის შესახებ, თუ როგორ ცდილობენ მათი პარტიის წარმომადგენლები მარნეულის რაიონში სეპარატისტული ტენდენციების და ეროვნული შუღლის გაღვივებას არაქართველ მოსახლეობაში. აჰმედ იმამკულიევი და დანარჩენები ცრუ ინფორმაციით ცდილობენ დაარწმუნონ აზერბაიჯანელი მოსახლეობა იმაში, რომ ქართველები მიდიან მათ წინააღმდეგ. ადვოკატის გარეშე მოვედი, რადგან ვარ აბსოლუტურად მართალი, სხვა პარტიის წევრების დაბარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს,” - აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს