ანზორ ბიწაძე - გაგვაგებინოს გია ვოლსკიმ, ეს „ოცნების“ მაჟორიტარები რომელი კლასტერია?

მასხრად გვიგდებს „ოცნება“ და რატომ უნდა მივცეთ ამის საშუალება საზოგადოებამ? ერთი მხრივ, „ნაციონალური მოძრაობით“ გვაშინებენ, მეორე მხრივ, მაჟორიტარებად დააყენეს “ახალი სახეები”, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წელსაც კი აფინანსებდნენ - ამის შესახებ ,,ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ განაცხადა.

ბიწაძის თქმით, საზოგადოება ბევრად უფრო გონიერია, ვიდრე „ქართული ოცნების“ ლიდერები არიან და ისინი თავის მოტყუების საშუალებას მათ არ მისცემენ.

„გია ვოლსკის მინდა ვკითხო, გემახსოვრებათ ალბათ, “ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერი” რომ უწოდა ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს. გვითხრას ბატონმა გიამ, ეს „ოცნების“ მაჟორიტარები რომელი კლასტერია? საზოგადოება, განუზომლად უფრო გონიერია, ვიდრე „ქართული ოცნების“ ლიდერები და მოდით ნუ დაგვეზარება, დავაკვირდეთ და ნუ მოვატყუებინებთ თავს", - აცხადებს ანზორ ბიწაძე.

ამასთან ანზორ ბიწაძემ ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ,,ნაციონალური მოძრაობისთვის“ ოფიციალური შემოწირულობების სიაც გამოაქვეყნა: 1. ბექა ოდიშარია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 29/06/2012: 35,000 ლარი. 2. გოჩა ენუქიძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 16/07/2012: 60,000 ლარი. 3. ანზორ ბოლქვაძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 14/07/2012: 6,500 ლარი. 4. ირაკლი ხახუბია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 27/08/2012: 10,000 ლარი. 5. დავით სონღულაშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 11/09/2012: 7,000 ლარი. 6. დავით დუგლაძე (ზაზა დუგლაძის ძმა) – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 31/07/2012: 60,000 ლარი.

ინფორმაციას ,,ერთიანი საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო