ვანო მაჭავარიანი - პრეზიდენტის ნებისმიერი მცდელობა ღიმილის მომგვრელია, საერთოდ ფუნქცია აქვს დაკარგული

ექსპერტი ვანო მაჭავარიანი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, უკრაინასთან მეგობრული ურთიერთობების განახლებასთან დაკავშირებით, საკუთარი ფუნქციის ძებნის მცდელობად აფასებს. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, უფუნქციო პრეზიდენტს სურს, რაიმე ფუნქცია მაინც ჰქონდეს.

„მისი ნებისმიერი მცდელობა არის ღიმილის მომგვრელი, იქიდან გამომდინარე, რომ მას არ აქვს რესურსი რაიმე კვალი დატოვოს პოლიტიკაზე. სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტს საერთოდ ფუნქცია დაკარგული აქვს. ასევე, მის აპარატს, მის წინამორბედთან შედარებით და როგორც ჩანს, ის ეძებს რაღაც ფუნქციას იმისთვის, რომ დაკავდეს რამით მაინც. ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილმა მისი პრეზიდენტობისას არანაირი პოზიტივი ან რაიმე კრეატიული ნაბიჯები არ გადადგა, არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ, პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად. არამგონია რომ ამ თვალსაზრისით, უკრაინაში რაიმე გარღვევის მიღწევა შეძლოს. ერთიც ცხადია, რომ პიროვნულადაც და პოლიტიკურადაც, მას არ აქვს ეს რესურსი. როგორც საქართველოს პრეზიდენტს მას აქვს უფრო წარმომადგენლობითი ფუნქცია, მთავრობას აქვს პოლიტიკის წარმოების ფუნქცია. თუ მთავრობამ მას არ დაავალა კონკრეტულ მიმართულებებზე მუშაობა, რა თქმა უნდა, მარტო სალომე ზურაბიშვილის ურთიერთობის დალაგება პრეზიდენტ ზელენსკისთან არაფერ შედეგს არ მოიტანს. ამასთან სალომე ზურაბიშვილს ესეც გაუჭირდება მისი მკვახე პოზიციებიდან გამომდინარე, რომელიც მას აქვს უკრაინასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს და უკრაინას აკავშირებს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური, სტრატეგიული, სავაჭრო და სხვა მნიშვნელოვანი კავშირები, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან დაკნინდა და შემცირდა.

„ეს გამოწვეულია სწორედ „ქართული ოცნების“ პოზიციისგან, რომ მიხეილ სააკაშვილისგან შექმნას საფრთხობელა, წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით. ასევე, იქნება სააკაშვილი თანამდებობაზე თუ არა, ამას ყოველთვის იყენებენ. ამას კი ეწირება ქართულ- უკრაინული ურთიერთობები და ის შესაძლებლობები, რომლის გამოყენებაც საქართველოს შეუძლია. სალომე ზურაბიშვილი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც მის გარეთ, ვერანაირი ფუნქცია ვერ მიიღო, ცდილობს, რომ რაღაც ფუნქცია მოძებნოს. ეჭვი მეპარება რაიმე პოზიტივი შეძლოს. და რაც მთავარია, „ქართული ოცნება“ არ არის დაინტერესებული, რომ საქართველო- უკრაინას შორის ურთიერთობები რაიმე ფორმით გაუმჯობესდეს. სააკაშვილის ფაქტორისა და რუსეთის არგაღიზიანების მოტივით. რუსეთი რომ არ გააღიზიანოს და უკრაინასთან არ ჰქონდეს სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ურთიერთობები, რომელიც საქართველოს უნდა ჰქონდეს,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მზადყოფნას გამოთქვამს, შეეცადოს უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობებისა და ტრადიციული მეგობრობის განახლებას. ამასთან, იგი ხაზს უსვამს, რომ „საქართველოს მთავრობის მიმართ პროვოკაციული ტონი, რომელიც მომდინარეობს უცხო ქვეყნის სამსახურში მყოფი, უცხო ქვეყნის მოქალაქისგან, უარყოფითად მოქმედებს ორმხრივ ურთიერთობებზე“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო