წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ აბიტურიენტებს სპეციალურ შეთავაზებას უკეთებს

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები, რომლებიც დაფინანსდებიან სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობით და ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, სემესტრის დასასრულს მიიღებენ SANGU-ს ერთჯერად სტიპენდიას 225 ლარის ოდენობით.

ამის შესახებ ინფორმაციას წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფინანსური მხარდაჭერა ყოველ მომდევნო სასწავლო სემესტრში იმ სტუდენტებს გაუგრძელდებათ, რომელთა აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელი წინა სემესტრში 81 და მეტი იქნება.

„SANGU-ში მოქმედებს ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმი ყველა აბიტურიენტისთვის. ნებისმიერი აბიტურიენტი, რომელიც SANGU-ს I, II ან III ნომრად შემოხაზავს და ნებისმიერი ოდენობის გრანტს აიღებს, ისარგებლებს შემდეგი სახის შეღავათებით:

  • 100%-იანი გრანტის შემთხვევაში - ყოველთვიურ 125 ლარიან სტიპენდია;
  • 70%-იანი გრანტის შემთხვევაში - დარჩენილი 30%-ის დაფინანსება;
  • 50%-იანი გრანტის შემთხვევაში - დარჩენილი თანხის 20%-ის დაფინანსება;

აქვე აღვნიშნავთ, რომ კონკრეტულ სასწავლო პროგრამებს აქვთ ინდივიდუალური სტიპენდიები, წარჩინებული სტუდენტებისთვის,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა