ჯო ბაიდენი - პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, არჩევნებში უცხო ქვეყნების ჩარევას საწინააღმდეგო აქტად განვიხილავ და უყოყმანოდ გავცემ პასუხს

პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, არჩევნებში უცხო ქვეყნების ჩარევას საწინააღმდეგო აქტად განვიხილავ და ეს მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ასეთი ქვეყნების მთავრობებსა და აშშ-ის შორის ურთიერთობებზე, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. მისივე თქმით, არ სურს, აშშ-სა და რუსეთს ან სხვა რომელიმე ქვეყანას შორის დაძაბულობის ესკალაცია და ურჩევნია, კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ სხვა ქვეყნებთან ერთად იბრძოლოს, მაგრამ აცხადებს, რომ ნებისმიერ ქვეყნას, რომელიც აშშ-ის დემოკრატიაში ჩაერევა, შესაბამის პასუხს გასცემს.

„თუკი რომელიმე უცხო ძალა ჩვენს დემოკრატიაში ჩარევას აირჩევს, უყოყმანოდ გავცემ პასუხს“, - აღნიშნა ბაიდენმა. მან აშშ-ის სადაზვერვო სამსახურს მოუწოდა, უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ აშშ-ის არჩევნებში ჩარევის ან ჩარევის მცდელობის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია დროულად გაასაჯაროონ.

„მივმართავ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურს, დროულად გაასაჯაროონ უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ აშშ-ის არჩევნებში ჩარევის ან ჩარევის მცდელობის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია. გამოვიყენებ ყველა საშუალებას, რომ ასეთმა ქვეყნებმა აშკარა და გრძელვადიანი შედეგები იგრძნონ“, - წერს ჯო ბაიდენი.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, რუსები კვლავ ცდილობენ აშშ-ის საარჩევნო პროცესში ჩარევას. ინფორმაციას Abc News-ი ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა