ამირან გამყრელიძე - მოშვება არ შეიძლება, არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ ქვეყანამ კოვიდ 19 დაამარცხა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, არ მოეშვას და არ შეიქმნას ილუზია, რომ ქვეყანამ კოვიდ19 დაამარცხა. მისივე თქმით, ვირუსის დამარცხებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მოსახლეობა პირბადის ტარებისა და სხვა რეკომენდაციებს აღარ ითვალისწინებს.

„ყველას გთხოვთ, მოსახლეობას მეტი ინფორმაცია მივცეთ, რომ მოშვება არ შეიძლება. ალბათ, ატყობთ, რომ მოვეშვით. პირბადეებს აღარ ატარებენ შესაბამის დაწესებულებებში, დიდი შეკრებები და თავყრილობები ისევ იმართება და იმ ილუზიის შექმნა ისევ ხდება, რომ ქვეყანამ კოვიდინფექცია დაამარცხა. არა ბატონებო, კოვიდინფექციის დამარცხებამდე ჯერ კიდევ შორს არის, მარტო ერთი ქვეყანა ამას ვერ გააკეთებს. ეს უნდა გაკეთდეს ერთიანად, გლობალურად. ამ მხრივ კი გლობალურად ეპიდსიტუაცია უარესდება, საქართველო ამ ეტაპამდე შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია და ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ის, რომ ეს უკეთესი ეპიდსიტუაცია შევინარჩუნოთ,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, ქაღალდზე ბევრი რეგულაციაა, მთავარია, ის მოსახლეობამ შეასრულოს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ და მოუწოდეთ თქვენც თქვენი ტელევიზიების საშუალებით მოსახლეობას, რომ ნუ მოეშვებიან! ის რაც დადგენილია რეგულაცია, რომ ტაქსიში არ უნდა იჯდეს წინ ადამიანი და უნდა იჯდეს უკან ორი ადამიანი, უნდა შეასრულოს ყველამ. პირბადე უნდა ჰქონდეს ტაქსიში, მეტროში, ავტობუსში, ეს უნდა შევასრულოთ. ჩვენ შევიქმენით ილუზია, რომ ჩვენ დავამარცხეთ უკვე „კოვიდ 19“. არ დაგვიმარცხებია და ხედავთ, რომ ტალღა ზევით იწევს. ამიტომ ეს ტალღა დროულად უნდა შევაჩეროთ იმ წესების დაცვით, რასაც სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ეუბნება მოსახლეობას,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)