პროკურორი - მიხეილ კალანდიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლომ მტკიცებულებების საფუძველზე მიიღო

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმის პროკურორის, ბესიკ ქვარცხავას განცხადებით, მიხეილ კალანდიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლომ მტკიცებულებების საფუძველზე მიიღო.

როგორც ქვარცხავა განმარტავს, მისთვის გაუგებარია, თუ რას ეფუძნება დაცვის მხარის განცხადებები, რომლის მიხედვითაც, პროკურატურასა და ზაზა სარალიძეს შორის შეთანხმება მოხდა.

„ბრალდების მხარისთვის საერთოდ გაუგებარია, რა სახის შეთანხმებაზე საუბრობს ამ შემთხვევაში დაცვის მხარე. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და ერთობლივად, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებები და სწორედ მტკიცებულებების საფუძველზე იქნა მიღებული ერთადერთი, სწორი, სამართლიანი, კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.

პირველი ინსტანციის სასამართლოში, დაახლოებით, 9 თვის განმავლობაში გამოკვლეული იქნა მთელი რიგი მტკიცებულებები, მათ შორის, გამოკვლეული იქნა 150-მე მოწმის ჩვენება, გამოკვლეული იქნა არაერთი ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულება, ასევე გამოკვლეული იქნა ვიდეოჩანაწერები და საერთო ჯამში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე იქნა მიღებული სწორედ ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოვისმინეთ და ასევე, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე“, - განაცხადა ქვარცხავამ.

სააპელაციო სასამართლომ მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით პატიმრობა შეუფარდა.

მიხეილ კალანდიას სააპელაციო საჩივარს მოსამართლეთა კოლეგია თითქმის, 3 თვის განმავლობაში განიხილავდა. ცნობისთვის, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო