ვლადიმერ ზელენსკი ავტობუსის გატაცებაზე - ყველაფერი კეთდება, რომ სიტუაცია მსხვერპლის გარეშე დარეგულირდეს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი შეიარაღებული პირის მიერ ავტობუსის გატაცების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ სიტუაციის მსხვერპლის გარეშე მოგვარების მიზნით ყველაფერი კეთდება.

„საგანგაშო ინფორმაციაა ლუცკიდან. დილით, 9:25 საათზე პოლიციის განყოფილებაში მამაკაცმა დარეკა და თქვა, რომ ავტობუსი გაიტაცა, ტრანსპორტში მყოფი ადამიანები კი, მძევლებად აიყვანა. ოპერაცია „მძევალი“ ამ წუთებში მიმდინარეობს. ყველაფერი კეთდება, რომ სიტუაცია მსხვერპლის გარეშე დარეგულირდეს“, – წერს ვლადიმერ ზელენსკი.

შეგახსენებთ, უკრაინის ქალაქ ლუცკში შეიარაღებულმა პირმა ავტობუსი გაიტაცა და მგზავრები მძევლად აიყვანა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გამტაცებელმა ვიდეო ჩაწერა და სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ პოსტი გამოაქვეყნა. მამაკაცი, რომელიც თავის თავს მაქსიმ პლოხის უწოდებს, ითხოვს, მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ „კანონიერი ტერორისტები“ არიან. კერძოდ, ის აღნიშნული შინაარსის ვიდეომიმართვის გავრცელებას სასამართლოების, სამინისტროების, პროკურატურის, პარლამენტისა და ეკლესიის მეთაურებისგან ითხოვს.

ის აცხადებს, რომ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ხალხმრავალ ადგილზე აქვს დამალული.

იხილეთ ვიდეო: ვლადიმერ ზელენსკი ავტობუსის გატაცებაზე - ყველაფერი კეთდება, რომ სიტუაცია მსხვერპლის გარეშე დარეგულირდეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო