ნათია თურნავა - სპორტულ ღონისძიებებთან დაკავშირებით პროტოკოლს ვამზადებთ

სპორტულ ღონისძიებებთან დაკავშირებით პროტოკოლს ვამზადებთ, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება, აუცილებელია მოსახლეობამ დიდი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინოს.

„ჩვენ სპორტულ ღონისძიებებთან დაკავშირებით ვამზადებთ პროტოკოლს და აქაც ძალიან მალე იქნება ლიბერალური მიდგომები გამოყენებული. მეორე მხრივ, გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსი არსად გამქრალა და მთელ მსოფლიოში მძვინვარებს, მსოფლიო ახალ სამწუხარო ნიშნულებს აღწევს ინფიცირებულების დღიური მაჩვენებლის მიხედვით. თუ ჩვენ გვინდა, რომ დადებითი დინამიკით ვიაროთ, მეტი და მეტი საქმიანობა გავხსნათ, არ მოგვიხდეს უკან დახევა, რა თქმა უნდა, სიფრთხილე, დიდი სოციალური პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს