ნათია თურნავა - ყველა ახალგაზრდას ვულოცავ რეგულაციების შემსუბუქებას - ღია ცის ქვეშ სადღესასწაულო ღონისძიებები, კონცერტები დაშვებულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, დღეიდან უკვე დაშვებულია ღია სივრცეში სხვადასხვა სოციალური ღონისძიების გამართვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მოქალაქეებმა რეკომენდაციები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაიცვან.

„ყველა ახალგაზრდას ვულოცავ ამ რეგულაციების შესუსტებას. ამ შემთხვევაშიც უნდა დავიცვათ ზომიერება. არ დაგვავიწყდეს რომ რეკომენდაცია არის 100 კაცზე მეტი ადამიანი არ იყრიდეს თავს და არ მონაწილეობდეს ამ ღონისძიებებში. რასაკვირველია, სხვა აუცილებელი რეკომენდაციებიცაა, რაც ჯანდაცვის პროტოკოლითაა გათვალისწინებული. მთლიანობაში უკვე ღია ცისქვეშ ასეთი სადღესასწაულო ღონისძიებები, კონცერტები არის დაშვებული. ვიცი რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მთელი რიგი ადამიანებისთვის და დასაქმებულებისთვის. მათ შორის არიან ფოტოგრაფები, მუსიკოსები, ივენთ მენეჯერები, სატრანსპორტო კომანიები, რესტორნები, სასტუმროები, დღეიდან უკვე გარკვეული სიფრთხილის დაცვით შეგვიძლია ამ საქმიანობის განხორციელება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა