რომან გოცირიძე - "ოცნება" "ჭე“ კლასის დონეზე დაეშვა

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, "ქართული ოცნება" და მისი საკადრო შემადგენლობა "ჭე კლასის დონეზე დაეშვა".

აღნიშნული განცხადებით, მან "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატები შეაფასა.

"წარდგენილ კანდიდატებს რესურსიც კი არ ჰქონდათ ოდნავ განზე გაეხედათ. ამ პარლამენტში ვიღაცები ხომ გაიქცნენ, დამოუკიდებლობის რესურსი ხომ აღმოაჩნდათ, ამათ დამუკიდებელი მოქმედების რესურსიც კი არ აქვთ. მთავარი მოთხოვნა არის ივანიშვილისადმი პერსონალური მორჩილება, აქ სამმაგად მორჩილი ადამიანები ჰყავთ, რომლებსაც არც თავიანთი პოლიტიკური წონით, არც რაიმე სხვა თვისებებით არ აქვთ შანსი, ერთი საათით გაებუტონ ივანიშვილს, არათუ გამოეყონ. საბჭოთა კავშირში ფეხბურთის ლიგა იყო ასეთი: ა კლასი, ბ კლასი, ც კლასი და მერე მოდიოდა რაიონის გუნდები, „ჭე“ კლასს ვეძახდით. აი „ჭე“ კლასის დონეზე დაეშვა "ქართული ოცნება" და მისი საკადრო შემადგენლობა,"- განაცხადა გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო