ნათია თურნავა - იმედი გვაქვს, რეგულარული ფრენები გაგრძელდება და ფასებიც ალბათ, ძველ ნიშნულს დაუბრუნდება

იმედი გვაქვს, რეგულარული ფრენები გაგრძელდება და ფასებიც ალბათ, დაახლოებით, ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ორი კატეგორიის ფრენა არის, ე.წ. სოციალური, სუბსიდირებადი ფრენა და ჩვეულებრივი კომერციული, რეგულარული ფრენები.

„ჩვენ ყველანი ვსაუბრობდით იმაზე, იქნებ მოვახერხოთ და აღვადგინოთ, რეგულარული კომერციული ფრენა. რეგულარური კომერციული ფრენა არის „ლუფთანზა“, „ეარფრანსი“ და იმედი მაქვს, კიდევ სხვაც აღდგება. ფასწარმოქმნას ახდენს თვითონ კომპანია. სხვათა შორის, „ლუფთანზა“ არასდროს გამოირჩეოდა დაბალბიუჯეტიანი ფრენებით, ეს არ არის დაბალბიუჯეტიანი კომპანია განსხვავებით „რაინეარისგან“ და „ვიზიარისგან“, მათ აქვთ თავიანთი პოლიტიკა. იმედი გვაქვს, შემდეგში გაგრძელდება რეგულარური ფრენები და ფასებიც ალბათ, დაახლოებით ძველ ნიშნულს დაუბრუნდება. ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს ბილეთი 7 000 ლარი ღირდა, ვიყოთ ზუსტები, თან განსაკუთრებით იმ ინფორმაციასთან, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ასე აინტერესებთ. ვერ გამოვრიცხავ და ვერც დავადასტურებ, რომ რომელიმე ერთი ბიზნესკლასის ბილეთი იგივე თუნდაც, 2 აგვისტოსთან მიახლოებული ფრენის, ძვირი ღირდა, მაგრამ სანამ ამ ინფორმაციას გავავრცელებთ, ჩავიხედოთ „ლუფთჰანზას“ საიტზე. ვიცოდი, რომ ამ კითხვას დამისვამდნენ და ამოვიღე რაც ახლა უდევთ. 21 აგვისტო- 10 სექტემბრის ორი გზა 1335 ლარი ღირს, ეს არის დაახლოებით იგივე, რაც ადრე ღირდა ეს ბილეთი. 18 სექტემბერი - 1 ოქტომბერი ორი გზა - 1298 ლარი ღირს. ბუნებრივია, რაც უფრო შორს არის ფრენის თარიღი, მით უფრო იაფია, რაც უფრო ახლოვდება, მით უფრო აძვირებს ავიაკომპანია და არსებობს სხვადასხვა კლასი. თუ ვსაუბრობთ ეკონომკლასზე, ეკონომკლასი დაახლოებით იგივეა, რაც ადრე ღირდა და აქ რაიმე არსებითი ცვლილება არ მომხდარა. თუკი, ბიზნესკლასზე ვსაუბრობთ და ფრენა არის ხვალ, ასევე არის ბოლო ბილეთი დარჩენილი, ეს იმ კატეგორიისთვისააა, ვინც მეტს იხდის, ეს არის საბაზრო ეკონომიკა“, - აცხადებს თურნავა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს