უკრაინელი ჟურნალისტი აცხადებს, რომ ავტობუსის გამტაცებელმა დაურეკა და ადგილზე მედიის წარმომადგენლების მისვლა მოითხოვა

უკრაინელი ჟურნალისტი იური ბუტუსოვი აცხადებს, რომ მას ავტობუსის გამტაცებელმა დაურეკა და ჟურნალისტების მისვლა მოითხოვა.

„ის ჟურნალისტებისგან თავის მოთხოვნების გავრცელებას ითხოვს. მან თქვა, რომ სურს, ყველა ჟურნალისტი მივიდეს მასთან, მე კი ვუპასუხე, რომ მზად ვარ მივიდე, თუკი ის ავტობუსიდან ქალებსა და ბავშვებს გაათავისუფლებს,“- აცხადებს ბუტუსოვი.

მისივე თქმით, გამტაცებელმა უთხრა, რომ შეიარაღებულია.

შეგახსენებთ, უკრაინის ქალაქ ლუცკში შეიარაღებულმა პირმა ავტობუსი გაიტაცა და მგზავრები მძევლად აიყვანა, გატაცებამდე მამაკაცმა, რომელიც საკუთარ თავს „მაქსიმ პლახოის“ უწოდებს, ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ყველას ულოცავს „ანტისისტემის“ დღეს და აცხადებს, რომ „სახელმწიფო - პირველი ტერორისტია.“ მამაკაცი მოითხოვს, რომ მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ „კანონიერი ტერორისტები“ არიან. კერძოდ, ის აღნიშნული შინაარსის ვიდეომიმართვის გავრცელებას სასამართლოების, სამინისტროების, პროკურატურის, პარლამენტისა და ეკლესიის მეთაურებისგან ითხოვს. გამტაცებელი აცხადებს, რომ ერთი ასაფეთქებელი მოწობილობა ხალხმრავალ ადგილზე აქვს დამონტაჟებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა