”რეფორმერის“ ლიდერები რეგიონებში მხარდამჭერ ახალგაზრდებს შეხვდნენ

პოლიტიკური პარტია „რეფორმერის“ ლიდერები რეგიონებში მხარდამჭერ ახალგაზრდებს შეხვდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტია „რეფორმერიდან“ აცნობეს, მხარდამჭერებთან შეხვედრები განსხვავებული ფორმატით მიმდინარეობდა და შეხვედრების დროს ახალგაზრდებმა გაიარეს ტრენინგი პოლიტიკურ პროცესებში მათ ჩართულობასთან დაკავშირებით, ასევე ქვეყნის მოწყობისა და განვითარების ხედვებზე. ტრენინგები პარტიის მხარდამჭერებთან "რეფორმერის“ ლიდერებმა ჩაატარეს.

მათივე ცნობით, რეგიონალური ტურნე მოიცავს შეხვედრებს ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში და ფოთში.

პარტიის ცნობით, „რეფორმერი“ ტრენინგში მონაწილე ახალგაზრდებთან ერთად ატარებს კვლევებს საზოგადოების პრობლემებთან დაკავშირებით. კვლევის მიზანია, რეგიონებში არსებული გარემოს შეფასება, მოსახლეობის პრობლემების იდენტიფიცირება და მათი დამოკიდებულება პოლიტიკაში ახალი სახეების ჩართვის აუცილებლობასთან დაკავშირებით.

„ეს არის კომუნიკაცია ჩვენს მხარდამჭერ ახალგაზრდებთან, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარება და მომავალი, ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყანაში ცვლილებების დროა. ჩვენ ვხსნით ბარიერებს, ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი შრომისმოყვარე, მოტივირებული, პატრიოტი, პროფესიონალი და მიზანდასახული ახალგაზრდა ჩაერთოს ქვეყნის შენების პროცესში“, - განაცხადა პოლიტიკური პარტია „რეფორმერის“ თავმჯდომარემ თორნიკე ჯანაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს