რომან გოცირიძე - ჩაძირულ ნავში არავის უნდა ჩაჯდომა, იმ გულუბრყვილო ადამიანების გარდა, რომლებიც ამ ნავში მიყვებიან ივანიშვილს

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, ჩაძირულ ნავში ჩაჯდომა არავის უნდა. ამ განცხადებით გოცირიძე "ქართული ოცნების" მაჟორიტარულ სიაში კახა ოქრიაშვილის არყოფნას გამოეხმაურა. მისი თქმით, გამორიცხული არ არის, ოქრიაშვილს ბიზნესის კუთხით გარკვეული პრობლემებიც შეუქმნან.

"ენზელ მკოიანი კრიმინალურმა შემთხვევებმა ძალიან დააზიანა და აბსოლუტურად ლოგიკური იყო, რომ არ წარადგინეს, რაც შეეხება ოქრიაშვილს, როგორც ჩანს, მან ჩათვალა, რომ ძალიან დამაზიანებელია უკვე "ქართულ ოცნებასთან" ყოფნა და თუ „ქართული ოცნება“ იყენებს ვიღაცებს, გამოწურავს ლიმონივით და მოისვრის, ახლა როგორც ჩანს, ოქრიაშვილმა გადაწყვიტა, რომ საკმაოდ ისარგებლა „ქართული ოცნებით" და დამოუკიდებელ თამაშს ეწევა, ვნახოთ, თუ ის განაცხადებს, რომ მიდის ოპიზიციაში, მაშინ უნდა თქვას ხმამაღლა, რომ ის არის "ქართული ოცნების" ოპოზიცია. ჩაძირულ ნავში არავის უნდა ჩაჯდომა, გარდა იმ გულუბრყვილო ადამიანებისა, რომლებიც ამ ნავში მიყვებიან ივანიშვილს, რადგან სხვა რესურსი და გამოსავალი არ აქვთ", - განაცხადა გოცირიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო