ირანში, 24 საათში კორონავირუსით 229 ადამიანი დაიღუპა

ირანში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 229 ადამიანი დაიღუპა, რაც ქვეყნისთვის ლეტალური შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ირანში გასული დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 2 625 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 278 827-მდე გაიზარდა.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში COVID 19-სგან გამოჯანმრთელებულია 242 351 და დაღუპულია 14 634 ადამიანი. ამჟამად მძიმე მდგომარეობაში მყოფი 3 589 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებებში მკურნალობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო