უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გატაცებულ ავტობუსში 10-მდე მძევალი იმყოფება

წინასწარი ინფორმაციით, გატაცებულ ავტობუსში 10-მდე მძევალი იმყოფება, ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად „ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საფრთხე გაანეიტრალოს და მძევლები გაათავისუფლოს.“

სამართალდამცავები მოსახლეობას, მათივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დროებით სახლებსა და სამსახურებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

ამასთან, სამართალდამცველების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც ქალაქ ლუცკის ცენტრიდან ავტობუსი გაიტაცა, ნასამართლევია.

შეგახსენებთ, უკრაინის ქალაქ ლუცკში შეიარაღებულმა პირმა ავტობუსი გაიტაცა და მგზავრები მძევლად აიყვანა, გატაცებამდე მამაკაცმა, რომელიც საკუთარ თავს „მაქსიმ პლახოის“ უწოდებს, ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ყველას ულოცავს „ანტისისტემის“ დღეს და აცხადებს, რომ „სახელმწიფო - პირველი ტერორისტია.“ მამაკაცი მოითხოვს, რომ მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ „კანონიერი ტერორისტები“ არიან. კერძოდ, ის აღნიშნული შინაარსის ვიდეომიმართვის გავრცელებას სასამართლოების, სამინისტროების, პროკურატურის, პარლამენტისა და ეკლესიის მეთაურებისგან ითხოვს. გამტაცებელი აცხადებს, რომ ერთი ასაფეთქებელი მოწობილობა ხალხმრავალ ადგილზე აქვს დამონტაჟებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა