დავით ჭიჭინაძე - „ოცნების“ მაჟორიტარების პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ბიზნესმენების ნაწილი ზუსტად ასე ისხდნენ 2012 წელს „ნაცმოძრაობის“ პრეზენტაციაზე

2020 წლის „ ქართული ოცნების“ მაჟორიტარების პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ბიზნესმენების დიდი ნაწილი ზუსტად ასე დამწკრივებულები ისხდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზენტაციაზე 2012 წელს, - ასე ეხმაურება „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭიანაძე „ქართული ოცნების“ მიერ საპარლამენტო არჩევნებისთვის დასახელებულ მაჟორიტარობის კანდიდატებს.

ჭიჭინაძის თქმით, ქვეყანაში ეკონომიკა ფეხზე ვერ დგება.

„2007-2008 წლებში ისინი არა მარტო „ნაციონალების“ კანდიდატები იყვნენ, სამარცხვინოდ ჩამწკრივებულები იდგნენ ფინანსურ პოლიციაში, „ნაცების“ ოფისში - როგორც მორჩილი შემომწირველები. ზოგიერთი შემდეგ მართლაც დაასაჩუქრეს და დანიშნეს დეპუტატად, თუმცა იგივე ხალხი ასევე მორჩილად გადმობარგდა „ოცნების“ რიგებში. შედეგად, უკვე მთელი ათეული წელია „ნაცებთან“ შეხმატკბილებულ „ოცნებას“ გვთავაზობს ხელისუფლება. მოკლედ, პარლამენტი თითქოს მოედანი გახდა, სადაც ყველა ბიზნესმენს უნდა მოხვედრა, როგორც კი მცირე ფულს დააგროვებს. რადგან, თუ დეპუტატი გახდება, მათი ბიზნესი ავტომატურად იწყებს აყვავებას. ანუ, მათ ბიზნესის ნიჭი კი არ გააჩნიათ, მოლაპარაკების ნიჭი აქვთ გადასარევი და მთავრობასთან „მომგვარებლის.“ იმიტომ არის, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკა ფეხზე ვერ დგება. ბიზნესს ძირითადად ხელმძღვანელობენ მონური ფსიქოლოგიის ადამიანები, რომლებსაც მარტო მორჩილება შეუძლიათ.

არადა, ბიზნესი უნდა იყოს პროტესტანტი, უნდა იბრძოდეს და ამ ბრძოლაში იბადება პროგრესი. ესენი კი მხოლოდ ერთთმანეთთან „გაიასნებით“ არიან დაკავებული”, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ

აღნიშნულ კომენტარს „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო