ლევან კობიაშვილი - ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის რას ამბობს ოპოზიცია ან ჩემი კონკურენტი, მთავარია, გუნდმა ნდობა კიდევ ერთხელ გამომიცხადა

გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლევან კობიაშვილის განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა რას ამბობენ კონკურენტები მასზე, მთავარია არჩევნებში მიზანს მიაღწიოს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა მხარდაჭერა განმეორებით გამოუცხადა.

“ნამდვილად არ მაინტერესებს რას ამბობს ჩემი კონკურენტი. მე მაქვს ჩემი მიზანი, ჩემ გუნდთან ერთად და მაქსიმალურად ვეცდები ამ მიზანს მივაღწიო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის რას ამბობს ოპოზიცია ან ჩემი კონკურენტი, ჩემთვის მთავარია, რომ პირველ რიგში, გუნდმა კიდევ ერთხელ გამომიცხადა ნდობა, რაც მნიშვნელოვანია. იცით, რომ ვარ მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი რაიონში, რომელი რაიონიც არის ჩემთვის ყველაზე ახლოს. მე ვიცნობ უამრავ ადამიანს, მქონდა მხარდაჭერა 4 წლის განმავლობაში და თუკი მე ხელმეორედ ვარ კანდიდატი, ნიშნავს იმას, რომ გუნდთან ერთად ვაკეთებ საქმეს. ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ამომრჩევლები კვლავ დამიჭერენ მხარს, როგორც 2016 წელს. რაც შეეხება იმას, რომ მე კახა კალაძის მხარდაჭერილი კანდიდატი ვარ, მე ვარ კალაძის მეგობარი, რაც ძალიან მახარებს, მეამაყება. თუკი ოპოზიცია ან ნებისმიერი ადამიანი ხშირად გაიმეორებს ამას, გამიხარდება და კარგი იქნება, თუ იმ ადამიანებსაც გააგებინებენ ამ ფაქტს, ვინც ეს არ იცის“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა