ანრი ოხანაშვილი - მოლოდინი გვაქვს, რომ ოპოზიციას ბინძური, პოლიტიკურად უზრდელური და არაადეკვატური საარჩევნო კამპანია ექნება

მოლოდინი გვაქვს, რომ ოპოზიციას ბინძური, პოლიტიკურად უზრდელური და არაადეკვატური საარჩევნო კამპანია ექნება, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზე ოპოზიციის განცხადებებს ოხანაშვილმა არასერიოზული უწოდა და მათ მსგავსი შეფასებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

"ნამდვილად არ ვაპირებ, რომ "ოპოზიციის უშინაარსო განცხადებებზე სერიოზული კომენტარი გავაკეთო, ვინაიდან ეს ადამიანები პოლიტიკურად თავხედები და ცინიკოსები არიან. მათ ვურჩევ, რომ არასერიოზული განცხადებებისგან თავი შეიკავონ. როდესაც საუბარია იმაზე, რომ ჯანსაღი კონკურენტული გარემო უნდა შევქმნათ, ეს ნიშნავს იმას, რომ ელემენტარული პატივისცემა და პოლიტიკური კორექტულობა მართებს ყველა პოლიტიკურ ჯგუფს. ჩვენ ვიცით და მოლოდინი გვაქვს, რომ მათ ბინძური, პოლიტიკურად უზრდელური და არაადეკვატური საარჩევნო კამპანია ექნებათ. ჩვენ ამ დღის წესრიგში არ შევდივართ, ვინაიდან ისინი წარსულის ჯგუფები არიან, ჩვენ კი მომავლისკენ ვიყურებით. დარწმუნებული ვართ, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად, საზოგადოებასთან ერთად მომდევნო წარმატებულ 4 წელს შევქმნით.

ჩვენი გუნდისთვის კრიტერიუმები პირველ რიგში, არის პროფესიონალიზმი, კვალიფიციურობა, საზოგადოების განწყობა, რეპუტაცია, პოლიტიკური გამოცდილება და სახელმწიფოებრივი აზროვნება,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა