კიევში ორი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გაანეიტრალეს

უკრაინის დედაქალაქ კიევში, მეტროსადგურ „მინსკაიასთან“ ახლოს, ორი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გაანეიტრალეს, - ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

„ტექნიკოსებმა ბაზარში ორი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გაანეიტრალეს. ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ ინფორმაცია ანონიმურმა პირმა მოგვაწოდა, რომელმაც დაახლოებით 12 საათზე დარეკა. სამართალდამცავებმა და გამნაღმველებმა აღნიშნული ინფორმაცია შეამოწმეს და სახიფათო ნივთები აღმოაჩინეს. ასაფეთქებელი მოწყობილობები განეიტრალებულია“, - წერს კლიჩკო.

ცნობისათვის, დღეს დილით უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საეჭვო ნივთის გამო მეტროსადგურ „მინსკაიასთან“ ახლომდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუირება განხორციელდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო