უკრაინელი სამართალდამცველების ინფორმაციით, ავტობუსის გამტაცებელს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს

მამაკაცს, რომელმაც ქალაქ ლუცკში ავტობუსი გაიტაცა და მგზავრები მძევლად აიყვანა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მამაკაცი ახლახანს ფსიქიატრთან აღრიცხვაზე დადგა. გამოცემა Apnews-ი წერს, რომ ადამიანებს რეალური საფრთხე ემუქრებათ, ვინაიდან გამტაცებელს იარაღი ნამდვილად აქვს.

შეგახსენებთ, უკრაინაში, ქალაქ ლუცკში უცნობმა მამაკაცმა ავტობუსი გაიტაცა და მძევლები აიყვანა. მამაკაცმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ავტობუსი დანაღმულია, ხოლო ქალაქში კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა არის დამონტაჟებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა