წუწუნავას ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

სამგორის რაიონის გამგეობა ორხევში, წუწუნავას ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, ამჟამად, პროექტის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს - იგება ასფალტის მეორე ფენა. მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე გაეცნო.

მათივე ინფორმაციით, წუწუნავას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა 40 წლის განმავლობაში არ მოწესრიგებულა. მიმდინარე პროექტის ფარგლებში კი, ასფალტის საფარი 2 400 კვ.მ. ფართობზე დაიგო, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი.

სამუშაოებს, სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია „არსაკიძე 2000“ ასრულებს. გამგეობის ბიუჯეტიდან კი 154 000 ლარი გამოიყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, სამგორის გამგეობამ წუწუნავას ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოაწესრიგა. მოეწყო სანიაღვრე და წყალარინების ქსელები.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა