გია ვოლსკი - არჩევნებში კახა ოქრიაშვილს აქვს გარკვეული შანსი, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი კანდიდატი აჯობებს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, კახა ოქრიაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, თავისი პოზიციით, მმართველ გუნდს დაშორდა.

მისივე შეფასებით, არჩევნებში ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის საარჩევნო ოლქში ოქრიაშვილს "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი აჯობებს. "კახა ოქრიაშვილის პიროვნების მიმართ არავითარი პრეტენზია არ არსებობს, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი, იგი დაშორდა იმ გუნდს, რომელმაც დიდი რესურსი და ენერგია დახარჯა კონსენსუსის მისაღწევად. ამ ნაწილში მას რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს და ლოგიკური იქნება, რომ ჩვენ ამ პოზიციებით ერთმანეთს დავცილდეთ. მასაც აქვს გარკვეული შანსები, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი კანდიდატი აჯობებს", - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ოქრიაშვილი ამჟამად “ქართული ოცნების” წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატია. მმართველმა გუნდმა კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად აღნიშნულ ოლქში გოგი მეშველიანი წარადგინა. რამდენიმე თვით ადრე ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ თუკი "ქართული ოცნება" მას მაჟორიტარობის კანდიდატად არ დაასახელებდა, არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მიიღებდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს