დავით ჭიჭინაძე - კახი კახიშვილმა დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ამ ბრძოლაში შემოვიდა

„კახი კახიშვილმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ამ ბრძოლაში შემოვიდა“ , – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მხრიდან კახი კახიშვილის მაჟორიტარ კანდიდატად დასახელებას.

დეპუტატი სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის საქმიანობის დროს გამოვლენილი გადაცდომების გასაჯაროვებას აანონსებს.

„ჭიჭინაძის ფაქტორი ისნის რაიონში იმდენად რთული აღმოჩნდა „ოცნებისთვის“, რომ კახი კახიშვილი დააბრუნეს. კახიშვილი, თავის მხრივ, ყოველთვის ცდილობდა წარმოჩენილიყო როგორც სუფთა და პატიოსანი პოლიტიკოსი, მაგრამ მის საქმიანობაში უამრავი გადაცდომაა და ყველა ფაქტი, დოკუმენტებით დადასტურებული მას წინ დაედება. მოკლედ, რასაც ყველაზე ძალიან „უფრთხილდებოდა“ იმას დაკარგავს ზუსტად და ამის გარანტიას მე ვაძლევ“, - აცხადებს ჭიჭინაძე.

აღნიშნულ კომენტარს „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა