სემეკში ელექტრომობილების დამტენების რეგულირების შესახებ იმსჯელეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ელექტრომობილების დამტენების რეგულირების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორც ინტერპრესნიუსს“ სემეკიდან აცნობეს, შეხვედრას საჯარო უწყებების, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ გახსნა.

მონაწილეებმა ელექტრომობილების დამტენების რეგულირების კუთხით არსებული მდგომარეობა და მოსალოდნელი ცვლილებები განიხილეს. ელექტრომობილების დამტენი სადგურების წარმომადგენლებმა და მონაწილე სხვა ბიზნესკომპანიებმა ყურადღება გაამახვილეს არსებულ გამოწვევებსა და მარეგულირებელი ნორმების მნიშვნელობაზე.

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სემეკი უფლებამოსილია განახლებადი ენერგიის წყაროების წასახალისებლად ელექტრომობილების დამტენი პუნქტების/სადგურების ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების პირობები დაადგინოს. სემეკის „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წესების მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შესაბამისად, ელექტრომობილების დამტენების გამანაწილებელ ქსელთან მიერთება, ისევე, როგორც სხვა დანარჩენი მომხმარებლების, ხორციელდება ერთი ფანჯრის პრინციპით. ქსელზე მიერთება ხდება წესებით დადგენილ ვადებში, ხოლო მიერთების ვადების დარღვევის შემთხვევაში მოქმედებს კომპენსაციები მიერთების მსურველის სასარგებლოდ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა