სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო , 23 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 23 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, სამგორის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 1:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, სამგორი-2 დასახლების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი III მასივის ზემო პლატოს, ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის, გახოკიძის, ბერიაშვილის და საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგებაზე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II, III მიკრორაიონების და პატარიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის და სოფელი ახალდაბას მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგებაზ ე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების და წყნეთის გზატკეცილის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, გრიშაშვილის, ნიშნიანიძის, თუმანიანის, შუშინის, მირზა შაფი ლაზახის, ბოტანიკურის, ახუნდოვის, ჯემალ აჯიაშვილის, გომის, ორპირის, ბეთლემის, ძმები ზდანევიჩების, საადის, სამღებროს, კოტე აფხაზის, შარდენის, სიონის, ბამბის რიგის, ტყავის ჩიხის, ერეკლე მეორეს, იერუსალიმის, აბანოს, ფაბრიკის, ირგვლივის და სალმის ქუჩების მცხოვრებლებს.

ამასთან, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თუმანიანის, შუშინის, მირზა შაფი ლაზახის, ბოტანიკურის, ახუნდოვის, გრიშაშვილის, გორგასლის და ნიშნიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ცაბაძის, მაიაკოვსკის და დავით ყიფიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე ელექტრომომარაგებაზ ე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ცაიშის, რეხის, ხუდადოვის და რაულ ეშბას ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, მიხაკო წერეთლის, ბარბარე ერისთავი- ჯორჯაძის, ულიანოვის, კრუპსკაიას, რიონის, მორის ფოცხისვილის და დავით სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. გეგმიური სამუშაოების გამო 12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე ელექტრომომარაგებაზე შეზღუდვა შეეხება: მუხრან მაჭავარიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა