გიორგი კანდელაკი  - „რაინეარისა” და "ვიზეარისთვის” არჩევნებამდე ფრენის აკრძალვა სიბრიყვეა

„ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ გიორგი კანდელაკის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრმა ფაქტიურად დაადასტურა, რომ მთავრობის პრინციპული გადაწყვეტილებაა, რომ არჩევნებამდე იყოს, რაც შეიძლება ცოტა და ძვირი ფრენა.

მისივე თქმით, იკრძალება „ვიზეარის“ და „რაინეარის“ რეგულარული რეისები არჩევნებამდე, რითაც მთავრობა შიმშილისთვის წირავს ტურიზმის სფეროზე დამოკიდებულ ათასობით ადამიანს, რომელიც იმედის თვალით შეჰყურებდა ამ ორი ავიაკომპანიის რეგულარული რეისების განახლებას.

„მთავრობამ განზრახ შექმნა მდგომარეობა, რომელშიც თვითმფრინავით გადაადგილება შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისაც შეუძლია ბილეთში ასტრონომიული ფასის გადახდა და აქვს პრივილეგია თავი აარიდოს კარანტინს - როგორც ეს გვაჩვენა მინისტრმა ზალკალიანმა, ან როგორც ეს აქვს თვითონ თურნავას.კეთილსინდისიერი მოქალაქეები კი უნდა ისხდნენ კარანტინში“, - აღნიშნა კანდელაკმა.

მისივე თქმით, ნათია თურნავამ იცრუა, როცა თქვა, რომ „რაინეარისა” და „ვიზეარისთვის“ ორჯერ ან ერთხელ ფრენა წამგებიანია.

„მოდით ქალბატონო ნათია, თავად ავიაკომპანიებმა გადაწყვიტონ, რა არის მათთვის მომგებიანი და რა წამგებიანი. პანდემიამდე მათი რეისების უმრავლესობა ისედაც კვირაში ორჯერ და მაქსიმუმ სამჯერ ხორციელდებოდა. ამასთან, რა გამოდის, მაგალითად ესტონეთის მთავრობა ბრიყვია და არაკომპეტენტური როცა საზღვრებს უხსნის საქართველოს და მხოლოდ საქართველოს მთავრობაა ბრძენი? „ქართული ოცნების“ მთავრობის მიდგომა არამეცნიერულია და უკავშირდება მხოლოდ არჩევნებს“, - განაცხადა კანდელაკმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო