აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთს ესტუმრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთს ესტუმრა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ამერიკელ მაღალჩინოსანს ლონდონში, დაუნინგ-სტრიტზე მდებარე რეზიდენციაში უმასპინძლა. მხარეებმა პირისპირ შეხვედრა რეზიდენციის ბაღში, ღია ცის ქვეშ გამართეს.

ჯონსონმა აღნიშნა, რომ სოციალური დისტანციის ზომები რაიმე სახის დიპლომატიურ დისტანციაზე არ მიუთითებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, პომპეოს ლონდონში ვიზიტის ფარგლებში განსახილველ საკითხებს შორის არის გლობალური პრიორიტეტები, მათ შორის კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის გეგმა, ჩინეთთან ურთიერთობები, 5G ქსელები და „ბრექსითის“ პირობებში თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა