ლევან თარხნიშვილი - სუს-ს ვურჩევდი „ქართული მარშის“ და მსგავსი ორგანიზაციების შესწავლით დაკავდეს და არ ეძებოს შავი კატა იქ, სადაც არ იმყოფება

საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ ცდილობს სიტუაციის არევას, ვინ ცდილობს ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებას , - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი ლევან თარხნიშვილი ,,ქართული მარშის” ლიდერის, სანდრო ბრეგაძის განცხადებას.

ლევან თარხნიშვილი სუს-ს ურჩევს დაკავდეს „ქართული მარშის“ მსგავსი ორგანიზაციების შესწავლით.

„საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ ცდილობს სიტუაციის არევას, ვინ ცდილობს ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებას და პროდასავლური კურსის ხელშეშლას პრორუსული პროპაგანდის კულტივირებით. ესაა სწორედ „ქართული მარში“ და მსგავსი ორგანიზაციები, რომლებსაც სამწუხაროდ, ხელს უწყობს დღევანდელი სახელმწიფო და არსებობს ფაქტები, როდესაც ხდება პირდაპირი და ირიბი ფინანსირება მსგავსი ორგანიზაციების. სუს-ს ვურჩევდი მსგავსი ორგანიზაციების შესწავლით დაკავდეს და არ ეძებოს შავი კატა იქ, სადაც არ იმყოფება“, - აღნიშნა ლევან თარხნიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა