ნინო ლომჯარია - ქართული მხარე ყოველგვარი კომუნიკაციის თუ მოლაპარაკების ფორმატის გარეშეა დარჩენილი, რაც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოქალაქეებზე მძიმედ აისახება

ფაქტია, რომ არ მუშაობს ინციდენტების, პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი. ამ ფორმატში შეხვედრები შეჩერებულია , - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ კასპის მუნიციპალიტეტიდან საქართველოს მოქალაქის გატაცების ფაქტთან დაკავშირებით.

ლომჯარიას თქმით, სამწუხაროდ, ქართული მხარე დარჩენილია ყოველგვარი კომუნიკაციის, თუ მოლაპარაკების ფორმატის გარეშე, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმედ აისახება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებზე.

„მათი გატაცების, თუ არასათანადო მოპყრობის შემთხვევებში ჩვენ ან ძალიან დაგვიანებულად ვიღებთ ინფორმაციას, ან ხშირ შემთხვევაში არ ვიღებთ და ოჯახსაც დღემდე არ აქვს ობიექტური ინფორმაცია მათი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით მექანიზმი არაეფექტურია“, - განაცხადა ლომჯარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა