მედია - დამნაშავე, რომელმაც უკრაინაში ავტობუსით მძევლები აიყვანა, პერიოდულად ასაფეთქებელ მოწყობილობებს აფეთქებს

უკრაინის ქალაქ ლუცკში ავტობუსის სიახლოვეს, რომელშიც მძევლები იმყოფებიან, კიდევ ერთი აფეთქების ხმა გაისმა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

მათი ინფორმაციით, ტერორისტმა ხელყუმბარა ისროლა. მამაკაცი ამ გზით ცდილობს მისი მოთხოვნების სტიმულირებას.

„სოციალური ახალი ამბების პირველი არხის“ ინფორმაციით, დამნაშავემ ინფორმაციის გადაცემის არხად, სწორედ ეს მედიასაშუალება აირჩია.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსთან რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. კერძოდ, აფეთქდა სამი ასაფეთქებელი პაკეტი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა