გიგი უგულავა - დავით სერგეენკო გამოიყენეს, მერე გადააგდეს და ახლა მაჟორიტარად დააყენეს სამადლოდ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიდან მას საშიშ კონკურენტად არც ერთი მიაჩნია.

როგორც უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "დღის ნიუსრუმი" განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი დავით სერგეენკოსა და სხვა დეპუტატებს ისე უყურებს, როგორც ფილმ „სათამაშოს “ პერსონაჟი რამბალ კოშე.

„კონკრეტული სახელებითა და გვარებით აღარ შევალ დეტალებში, რამდენად არაადეკვატური, არასერიოზული და საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი იყო ბევრი იქ მყოფი ადამიანი, მაგრამ მთავარი სხვა რამეა. ვინაიდან, 30-დან 28 მოქმედი ან დეპუტატი, ან თანამდებობის პირი, ან მათი ისედაც გუნდის წევრია, მათ ნამატი არ ექნებათ. ისინი „დააჯდებიან“ პარტიულ ხმებს და რასაც აიღებს „ოცნება“ დაახლოებით, იგივეს აიღებენ მათი წარმომადგენლები.

ოპოზიციისთვის ყოველთვის კონკურენტი ხელისუფლებაა. საშიშ კონკურენტად არცერთი მიმაჩნია. ოდნავ ნორმალური რეზიუმეს მქონე არის დავით სერგეენკო. უბრალოდ, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სერგეენკო მოხსნეს. ის ჩაანაცვლა პირადად ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ, ქალბატონმა ეკა ხვედელიძემ საკუთარი მეგობრით. რეალურად, დღეს ჯანდაცვის მინისტრი ქალბატონი ეკა ხვედელიძეა და არა ეკა ტიკარაძე. ისე ველური ფორმით მოხსნეს სერგეენკო და შემდეგ მიუგდეს ეს „წყალობად“- პრემიერის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში. შეგახსენებთ, ქვეყანაში სამთვიანი პანდემია იყო და არცერთ სხდომას ჯანდაცვის საკითხებში პრემიერის მრჩეველი არ დასწრებია“, - განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, პანდემიის დროს, ირაკლი ჩიქოვანის ნაცვლად, დავით სერგეენკოს უნდა ესაუბრა.

„აქედან კარგად ჩანს ივანიშვილისა და მისი ოჯახის დამოკიდებულება მათ შორის თუნდაც სერგეენკოს მიმართ, რომელიც გამოისვეს, მერე გადააგდეს და ახლა ასე დააყენეს სამადლოდ. მნიშვნელოვანი ასპექტია, როგორი დამოკიდებულება აქვს ივანიშვილს საკუთარი გუნდის ყოფილი თუ ამჟამინდელი წევრების მიმართ. ეს არის დაახლოებით ფრანგული ფილმი „სათამაშო“, როგორც რამბალ კოშეს სათამაშოებს ისე უყურებს, გინდ სერგეენკო იქნება, გინდ ნებისმიერი სხვა დეპუტატი“,-აცხადებს უგულავა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო