ანა დოლიძე სპორტულ ფედერაციებს და სახელმწიფოს  „შაქარაშვილის ქარტიის“ დანერგვას სთავაზობს

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ დღეს „შაქარაშვილის ქარტია“ გამოაქვეყნა და სპორტულ ფედერაციებს და სახელმწიფოს მიმართა, დაინერგოს ქარტიის წესები, რათა თავიდან იქნეს აცილებული - ერთი მხრივ სპორტსმენების ძალადობაში ჩართულობა და მეორე მხრივ, მოხდეს მათი გამიჯვნა საარჩევნო პერიოდში ძალისმიერი ქმედებისგან.

„ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როდესაც სპორტსმენები მხილებულნი არიან ძალადობრივ ქმედებებში. შაქარაშვილის საქმეშიც შესაძლოა, დადგინდეს სპორტსმენების მხრიდან ძალადობის გამოყენების ფაქტები. წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული მოახლოებულ საარჩევნო პერიოდში სპორტსმენების აქტიური გამოყენება კონკრეტული პარტიული ინტერესების ძალისმიერად გადაწყვეტის პროცესში, ამიტომ მოვუწოდებ სპორტულ ფედერაციებს და სახელმწიფოს დაინერგოს პრინციპები, რომელიც გამორიცხავს ერთი მხრივ, სპორტსმენების ძალადობაში ჩართულობას და მეორე მხრივ, მოხდება მათი გამიჯვნა საარჩევნო პერიოდში ძალისმიერი ქმედებისგან.

იმ რისკებიდან გამომდინარე, რომელიც მივიღეთ შაქარაშვილის საქმიდან, ჩვენ, „მოძრაობა ხალხისთვის“ შევიმუშავეთ სისტემური მიდგომა, რათა არ მოხდეს სპორტსმენების ძალადობაში ჩართვის წახალისება. მოვუწოდებთ სპორტის ფედერაციებს და სახელმწიფოს, დანერგოს „შაქარაშვილის ქარტია“, რომელიც დაფუძნებულია სპორტის საერთაშორისო ორგანიზაციების ეთიკის პრინციპებზე დაყრდნობით", - განაცხადა ანა დოლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ინფორმაციას ანა დოლიძის პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო