თბილისის მერიასთან ცხოველთა უფლებების დამცველებმა აქცია გამართეს

თბილისის მერიასთან ცხოველთა უფლებების დამცველებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ცხოველების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის გადახედვას და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის გადადგომას ითხოვენ.

როგორც შეკრებილი მოქალაქეები განმარტავენ, სააგენტოს დირექტორ ვახტანგ ლომჯარიას აქვს გარკვეული გადაცდომები და მიუსაფარი ცხოველები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან.

"ეს სამსახური იმის ნაცვლად, რომ ცხოველების უფლებებს იცავდეს, გვევლინება ისეთ კანტორად, რომლისგანაც ცხოველი გადასარჩენია და უნდა გამოსტაცო ხელიდან, რომ არ დააძინონ. აუცილებლად უნდა მოიხსნას დაკავებული თანამდებობიდან ვახტანგ ლომჯარია, იმდენი ცხოველი ჰყავს ამ ადამიანს დახოცილი, რომ გამორიცხულია მან თანამდებობაზე გააგრძელოს საქმიანობა, თუმცა, მხოლოდ გადადგომა არ უშველის ამ საქმეს, თუ კანონები და რეგულაციები არ გადაიხედა", - განაცხადა ცხოველთა უფლებების დამცველმა ტასო ლოსაბერიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს