ავსტრიაში სუპერმარკეტებში, ბანკებსა და საფოსტო ოფისებში პირბადეების ტარება კვლავ  სავალდებულო ხდება

ბოლო კვირებში კორონავირუსით ინფიცირების ზრდის გამო ავსტრია სუპერმარკეტებში, ბანკებსა და საფოსტო ოფისებში პირბადეების ტარების ვალდებულებას ხელახლა აწესებს , - ამის შესახებ ქვეყნის კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა.

„ყოველდღიურ ცხოვრებაში არის ადგილები, სადაც წასვლა აუცილებელია, ესენია სუპერმარკეტები, ბანკები, საფოსტო ოფისები. ასე რომ, გადავწყვიტეთ კვლავ სავალდებულო გავხადოთ პირბადეების ტარება იმ ადგილებში, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში საჭიროა“, - განაცხადა კურცმა.

მაისსა და ივნისში ავსტრიაში კორონავირუსის დღიური შემთხვევების რიცხვი 50-ის ფარგლებში იყო, თუმცა გასული სამი კვირის მანძილზე რაოდენობა გაიზარდა და ივლისში დღეგამოშვებით საშუალოდ 100-ს აჭარბებდა. ბოლო პერიოდში ახალი კლასტერები გაჩნდა ვენასა და მის მახლობლად, ასევე ზემო ავსტრიის მხარეში, რომელიც გერმანიასა და ჩეხეთს ესაზღვრება.

ცნობისთვის, ავსტრიაში საკარანტინე ზომები ეპიდემიის გავრცელების გამო მარტის შუა რიცხვებში დაწესდა და შეზღუდვების შემსუბუქება ქვეყანაში ერთი თვის შემდეგ დაიწყეს, ხოლო 15 ივნისს მაღაზიებსა და სკოლებში პირბადეების ტარების ვალდებულებაც გაუქმდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო