აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 ადამიანი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 449 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო დღე-ღამეში, ქვეყანაში კოვიდ-19-ს კიდევ 13 პაციენტი ემსხვერპლა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით აზერბაიჯანში სულ 28 242 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 19 939 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, 376 კი გარდაიცვალა. ამჟამად აზერბაიჯანის საავადმყოფოებში მკურნალობა 7 927 პაციენტს უტარდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა