ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თუ „ლელო“ თბილისის ორ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატებად ბადრი ჯაფარიძესა და დავით უსუფაშვილს დააყენებს, ოპოზიცია დიდი ალბათობით მხარს დაუჭერს

პარტია „ერთიანი საქართველოს" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ თბილისში დარჩენილ 2 მაჟორიტარულ ოლქში შესაძლოა, „ლელო საქართველოსთვის“ ორი კანდიდატი - ბადრი ჯაფარიძე და დავით უსუფაშვილი წარადგინოს.

როგორც ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, „ლელო საქართველოში“ კვლავ მიდის მსჯელობა საკითხის შესახებ.

„მნიშვნელოვანია, ის ორი კანდიდატი, რომელიც თბილისში უნდა დაემატოს, ვინ იქნება. ჩვენ, ვინც ოპოზიციის მაგიდის ირგვლივ ვიყავით შეკრებილი, შევჯერდით, რომ თუ „ ლელო“ ჩამოყალიბდება და ორ კანდიდატს დააყენებს და მეტ-ნაკლებად სხვა საკითხებზეც მოხერხდება შეჯერება, ასეთ შემთხვევაში, დიდი ალბათობით „ლელოს“ კანდიდატებს დავუჭერთ მხარს. ჯერ „ლელოში“ კონსულტაციების მიდის. ჩემთვისაც საინტერესოა ვის დააყენებენ, თუ ის კანდიდატები იქნებიან, ვისზეც აქამდეა საუბარი, მე სიამოვნებით დავუჭერ მხარს. ეს კანდიდატები, როგორც ვიცი ბადრი ჯაფარიძე და დავით უსუფაშვილი არიან“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო