სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი შუშან სტეფანიანი აზერბაიჯანის მხარეს საზღვარზე შედარებით წყნარი მდგომარეობის მიუხედავად, სომხეთის პოზიციების მიმართულებით სნაიპერით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
ამავე ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გაფრთხილება მოხდა შესაბამისი კავშირის დახმარებით.
სომხური მხარის ცნობით, სროლების შედეგად, დაშავებულები არ არიან.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 12 ივლისს დაიძაბა, რასაც ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა.