უკრაინაში, ქალაქ ლუცკში ავტობუსის გამტაცებელი აცხადებს, რომ ერთი მძევალი დაჭრილია

ტერორისტმა, რომელმაც დღეს ქალაქ ლუცკში ავტობუსში მყოფი მგზავრები მძევლად აიყვანა, განაცხადა, რომ ავტობუსში მგზავრებს შორის ერთი დაჭრილია. ასევე ავტობუსში იმყოფებიან ფეხმძიმე ქალი და ბავშვი. იუწყება უკრაინული მედია.

გამტაცებლის თქმით, მძევლები ცუდ მდგომარეობაში იმყოფებიან, რომლებიც მას უკვე 9 საათზე მეტია დაკავებული ჰყავს. მას ახალი მოთხოვნები ამ დროისთვის არ წამოუყენებია.

„დაწერილს ვერაფერს დავამატებ. ეს მოთხოვნები სრულდება - მე ვუშვებ ადამიანებს. პოლიცია შემხვედრ ნაბიჯს არ დგამს. მხოლოდ პროვოკაციებია. მძევლები ცუდ მდგომარეობაში არიან. ავტობუსი სავსეა. ერთი ადამიანი დაჭრილია, ავტობუსში ერთი ფეხმძიმეა, ერთი ბავშვი. კიდევ რა გაინტერესებთ“,- ამბობს ტერორისტი მაქსიმ კრივოში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს