უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ ზელენსკი ავტობუსის გამტაცებელს დაელაპარაკა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი იმ ადამიანს დაელაპარაკა, რომელსაც 9 საათზე მეტია, ქალაქ ლუცკში სამგზავრო ავტობუსში ადამიანები მძევლად ჰყავს აყვანილი. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესმდივანმა იულია მენდელმა „უკრაინსკაია პრავდას“ განუცხადა.

„პრეზიდენტის მამაკაცთან საუბრის შემდეგ, რომელმაც საკუთარ თავს მაქსიმ „ცუდი“ უწოდა, ავტობუსი სამმა ადამიანმა დატოვა და ახლა თავისუფლები არიან. პრეზიდენტი კვლავაც აკონტროლებს ვითარებას“, - განაცხადა პრესმდივანმა.

ცნობისთვის, უკრაინაში ქალაქ ლუცკში მამაკაცმა ავტობუსი გაიტაცა, რომელშიც 10 ადამიანი იმყოფებოდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ავტობუსში მძევლების აყვანის ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა