ირაკლი კობახიძე - ბიზნესი თანხებს სწირავს „ქართულ ოცნებას“, იმ ფუნდამენტური ცვლილების გამო, რაც ეკონომიკური თავისუფლების კუთხით გვაქვს

დღეს ბიზნესი თანხებს სწირავს „ქართულ ოცნებას“, მათ შორის იმ ფუნდამენტური ცვლილების გამო, რაც ეკონომიკური თავისუფლების კუთხით გვაქვს ,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება“ დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, ბიზნესი არის თავისუფალი, რეკეტისგანაა გათავისფულებული და „ბუნებრივია, ამის გამო მადლიერია და უნდა ამ მიღწევის შენარჩუნება, სხვა დანარჩენი კი დემაგოგიაა“.

„ეს აბსოლუტურად ნორმალურია, დანარჩენი სპეკულაციებია. არცერთი შემთხვევა არ არსებობს, როდესაც კანონი ირღვევა და ხაბეიშვილის დემაგოგიას საზღვარი არ აქვს“,-აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, თუმცა ოპოზიცია რეალური პრობლემების კუთხით არ აკრიტიკებს მთავრობას.

„გუნდში ხშირად გვაქვს ხოლმე საუბარი, უამრავი პრობლემაა. პრობლემებს რა დალევს ქვეყანაში, რომელიც 90-იანი წლებიდან ამოდის უმძიმესი ეკონომიკური რეცესიიდან, დემოკრატიის კუთხით გვქონდა უამრავი გამოწვევა და ასე შემდეგ. აგერ, წინა ხელისუფლების დამსახურებით ქვეყნის 20%-ია ოკუპირებული. პრობლემა უამრავია და ბუნებრივია, იდეალურიც არაა არცერთი ხელისუფლება. ჩვენ ერთმანეთში ვლაპარაკობთ ხოლმე, რომ მაგალითად აქ შეიძლება, ადამიანმა რაღაცა გააკრიტიკოს, მაგრამ ამაზე კი არ საუბრობენ. პირდაპირ იტყუებიან, აღარ იციან, რა მოიგონონ. მაგალითად, ხაბეიშვილი კალაძეს აბრალებს, რომ 50 თეთრიანი პარკები 11 ლარად იყიდა“, - აღნიშნა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა