დაკარგული 23 წლის გოგოს ოჯახის ახლობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს

დაკარგული 23 წლის გოგონას, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა და ახლობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს. როგორც გოგონას დედა აცხადებს, ოთხი დღეა დამაიმედებელს არაფერს ეუბნებიან და დახმარებას ითხოვს.

„სრულ ვაკუუმში ვარ, არავინ არაფერს მაგებინებს. მეუბნებიან ვმუშაობო. მოვიდეს გამომძიებელი, მითხრას, როდის გამოიძიებს ჩემი შვილის ამბავს. მილიონი გამომძიებელია არც ერთი არ მიკავშირდება, არაფერს მეუბნებიან. პირველი დღიდან ვეხვეწები კომპიუტერი გახსნან",- აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის დედა.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. პოლიციამ ერთი პირი სავარაუდოდ, ტერიტორიას გაარიდა. უცნობია დაკავებულია თუ არა ვინმე. შსს-ში აცხადებენ, რომ ინფორმაციას ამოწმებენ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 23 წლის გოგოს, თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო ღონისძიებები კვლავ გრძელდება.

საქმეზე გამოძიება 163-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან რამდენიმე დღის წინ ავტომობილით გავიდა. ბოლოს გოგონა კამერებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააფიქსირეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო