ფონიჭალაში საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა

ფონიჭალაში, საავტომობილო გზა, რომელიც გაუჩინარებული 23 წლის გოგოს, თამარ ბაჩალიაშვილის ახლობლებს ჰქონდათ გადაკეტილი, ამ დროისთვის გახსნილია და საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. თუმცა, მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია კვლავ მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დაშლას არ აპირებენ.

მათი თქმით, პოლიციამ ერთი მოქალაქე დააკავა, რომელიც პოლიციის მოწოდებას, რომ გადასულიყო გზის სავალი ნაწილიდან, არ დაემორჩილა.

აღნიშნულთან დაკავშრებით "ინტერპრესნიუსი" შსს-ს დაუკავშირდა, როგორც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, ინფორმაციას ამოწმებენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა